მნიშვნელოვანირეგიონი

ბატონის ციხის კომპლექსის დაუსრულებელი სამუშაოები

16 მაისს ბატონის ციხის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და ობიექტი დიდი ზარ-ზემით გაიხსნა, თუმცა აღმოჩნდა, რომ კომპლექსში შემავალი გარკვეული ნაგებობები სარეაბილიტაციო დარჩა და პროექტის დასასრულებლად სამუშაოების კიდევ ერთი ეტაპია საჭირო.

თუმცა როდის დაიწყება მესამე ეტაპი, რა თანხებია საჭირო და ვინ განახორციელებს პროექტს, ეს ჯერ არავინ იცის.

სარეაბილიტაციოა ერეკლე მეორის სასახლის კარიბჭეები, სარემონტოა აბანო, არჩილის კოშკი და ეკლესია. ხომ არ გახდება სამუშაოების მესამე ეტაპი ბატონის ციხის კომპლექსის დრობით დახურვის მიზეზი?

მოუსმინეთ გიორგი ალადაშვილის რეპორტაჟს ►

 

მსგავსი პოსტები

Back to top button