მნიშვნელოვანისიახლეები

ბაუჰაუსის 2 თანამშრომელს ეძებენ

ბაუჰაუსის ორი თანამშრომლის გაუჩინარებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით იძიებს.

უწყების განცხადებით, დაკარგულების შესახებ ინფორმაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროში 15 აგვისტოს, 21:00 საათზე შევიდა. გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.

ორი თანამშრომლის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ბაუჰაუსის ბარმა Facebook-ზე გაავრცელა. როგორც Facebook პოსტში წერია, გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი გუშინ ღამის 5 საათზე გავიდნენ ბარიდან, თუმცა მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

“გთხოვთ გაავრცელოთ. !!! ვეძებთ !!! გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს. თუ ვინმემ უახლოესი 21 საათის განმავლობაში სადმე ნახეთ ეს ადამიანები გთხოვთ რომ გამოგვეხმაუროთ.” – წერია Facebook პოსტში.

https://www.facebook.com/bauhausbartbilisi/posts/3390146011037221?__xts__[0]=68.ARDryh4mWW6gyHHaDz3yfjY7lAqFS_mvO4nE71uKqRZQNrg4C1wg6tGxl_45Yp_5kimX9dhewdLiSW_XM8_3kcalY-zupxgP1K3eso59Y10oXWzqF2DcSESJVh43XrpgSQ9NFjoPwwURtImgGAGpi7TnTNL6VLzZb2TGhBMCp9A4CK2lMe2GQCD-urbx0VNEmZzivhcuKt99XQkNIGE6wABGKHY9OKvWv-_MUgbJgKvLZxPa2Tsv-b6gTd3r1rhAKySWBmrx9S1rCbx4Egk5l5dk84rjiGsansgMC1JyX06ksWhN2_A1BQNbz4juksBm78zuskNp9PdLhN2-yU7IJqp33g&__tn__=-R

მსგავსი პოსტები

Back to top button