ბავარია გერმანიის ჩემპიონია

მიუნჰენის ბავარია გერმანიის ჩემპიონი 25-ედ გახდა.

პრესტიჟული ტიტული მიუნჰენელებმა მას შემდეგ მოიპოვეს, რაც ვოლფსბურგმა ბორუსიასთან წააგო. მანამდე ბავარიამ ჰერტა დაამარცხა, ბორუსიის გამარჯვებით კი მიუნჰენელებმა ჩემპიონობა ტურნირის დასრულებამდე 4 ტურით ადრე გაინაღდეს.

გერმანიის ჩემპიონები კიდევ ერთი პრესტიჟული ტიტულისთვის განაგრძობენ ბრძოლას. ბავარია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში კატალონიურ ბარსელონას დაუპირისპირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button