რეგიონისაქართველოსიახლეები

“ბავშვები დახტუნავდნენ ხიდზე”

“ბავშვები თამაშობდნენ და დახტუნავდნენ ხიდზე”, — ასე ახსნა ქუთაისში თეთრი ხიდის სავალი ნაწილის დაზიანების მიზეზები ქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ზვიად ჯავახიამ მეგა ტვ-ის გადაცემა “დისკურსში” სტუმრობის დროს.

მერიის წარმომადგენლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხიდის მინის ნაწილი “ძალიან სქელი და ამტანია”, იგი სკეიტბორდით ჩამოტეხეს. ზვიად ჯავახია ახალგაზრდებს მოუწოდებს, სკეიტ პარკში “იხტუნაონ” და არა მინებიან ხიდზე.

მოისმინეთ ზვიად ჯავახიას ხმა.

ჯავახიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების ჩატარებისთვის
მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მისი ინფორმაციით, დადგენილია ის პირი, ვინც ხიდი დააზიანა.

ქუთაისის თეთრი ხიდი ნოემბერში გაიხსნა, თუმცა უკვე რამდენჯერმე მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. პირველად მაშინ, როცა მოქალაქეებმა აღმოაჩინეს, რომ ტერენტი გრანელის ლექსის ავტორად კოლაუ ნადირაძე ეწერა და მეორედ, როცა ეს შეცდომა გადაფხეკით გამოასწორეს. გარდა ამისა, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გახსნიდან მალევე დაზიანდა მინისა და ლითონის კონსტრუქციების გადაბმის ადგილები.

მსგავსი პოსტები

Back to top button