მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბავშვები იღუპებიან ან იღებენ დაზიანებებს დღეში 400-ზე მეტი სიხშირით

გაეროს ბავშვთა სააგენტომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ბავშვები იღუპებიან, ან იღებენ დაზიანებებს დღეში 400-ზე მეტი სიხშირით. უწყებამ კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოება დაუყოვნებლივ ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრიდან მოყოლებული 25 დღის განმავლობაში “მიმდინარე დაბომბვის” დროს დაახლოებით 3,500 ბავშვი დაიღუპა და 6,800-ზე მეტი ბავშვი დაშავდა, ნათქვამია UNICEF-ის განცხადებაში, სადაც დასძინა: “ეს არ შეიძლება გახდეს ახალი ნორმა”.

“ბავშვებმა უკვე ძალიან ბევრი გადაიტანეს. ბავშვების მკვლელობა და ტყვეობა უნდა შეწყდეს. ბავშვები არ არიან სამიზნე”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა ღაზას ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის საჰაერო თავდასხმების მეორე დღეს.

ლტოლვილთა ბანაკში მყოფმა სამედიცინო ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადეს, რომ საჰაერო თავდასხმების შემდეგ ასობით ადამიანი დაშავდა და დაიღუპა, მათ შორის ბევრი ბავშვი.

ისრაელის სამხედროებმა თქვეს, რომ მათ ბანაკში “ჰამასის” რამდენიმე მებრძოლი მოკლეს. სამშაბათს “ჰამასმა” კატეგორიულად უარყო მისი ერთ-ერთი მეთაურის ყოფნა ბანაკში.

გაერო-ს პრესსპიკერის, სტეფან დუჟარიკის განცხადებით, გენერალური მდივანი შეძრწუნებულია ღაზაში ძალადობის ესკალაციის გამო, რაც მოიცავს პალესტინელების, მათ შორის, ქალებისა და ბავშვების დაღუპვას ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, მჭიდროდ დასახლებულ ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკის საცხოვრებელ ადგილებში.

სტეფან დუჟარიკის თქმით, ანტონიუ გუტიერეში კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ყველა მხარე უნდა დაემორჩილოს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, მათ შორის განსხვავებულობის, პროპორციულობისა და სიფრთხილის პრინციპებს. ის უმკაცრესად გმობს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას.

ცნობისთვის ღაზის სექტორში ისრაელის ავიაციის მიერ ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვას 195 ადამიანი ემსხვერპლა, 120 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.

ღაზის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვის შედეგად 700-ზე მეტი ადამიანია დაშავებული.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკი მესამედ დაიბომბა. გაერო-ში აცხადებენ, რომ არაპროპორციული თავდასხმები, შესაძლოა, ომის დანაშაულად შეფასდეს.

გაერო-ს ბავშვთა სააგენტომ, UNICEF-მა ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმები შეაფასა, როგორც „საშინელი და შემზარავი“.

მსგავსი პოსტები

Back to top button