დასახელდა 2016 წლის ყველაზე იაფი ტურისტული მიმართულებების სია

კომპანია Skyscanner-მა, რომელიც ავიაბილეთების შეკვეთით, სასტუმროების დაჯავშნით და ავტომობილების გაქირავებითაა დაკავებული, 2015 წლის ყველაზე საბიუჯეტო ტურისტული მიმართულებების რეიტინგი გამოაქვეყნა, – წერს AviaPort-ი.

რეიტინგის ტოპში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები მოხვდნენ. კერძოდ, ინდოეთი, ინდონეზია, ნეპალი და ვიეტნამი. იქ მოგზაურობა 2 ზრდასრულ ტურისტს დღე-ღამეში სულ 40-45 დოლარი დაუჯდება. აღნიშნულ სერვისში სასტუმრო, კვება და ტრანსპორტიც შედის.

შრი-ლანკასა და ლაოსში მოგზაურობა 60 დოლარად შეფასდა, ხოლო კამბოჯაში – დღე-ღამეში 70 დოლარად.

ამის გარდა, Skyscanner-ის სპეციალისტებმა კავკასიაში მოგზაურობისთვის საკმაოდ მიმზიდველ ფასებზე მიუთითეს. მაგალითად აფხაზეთში მოგზაურობა 2 ადამიანზე 65 დოლარი ღირს, ხოლო საქართველოსა და სომხეთში 70-80 დოლარი დაჯდება.

მოგზაურებს ბულგარეთის, რუმინეთის, სერბეთის, ჩერნოგორიისა და უნგრეთის მოსანახულებლად დღე-ღამეში 70-85 დოლარი დასჭირდებათ. აღსანიშნავია, რომ მოგზაურობის პრეისკურანტში ავიამომსახურების საფასური არ შედის.

მსგავსი პოსტები

Back to top button