მსოფლიოსიახლეები

“ბავშვებს უჩვეულო დაავადება გამოუვლინდათ”

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ბავშვებში აქამდე უცნობი ანთებითი სინდრომის ზრდას აფიქსირებს. ამჟამად, დაავადების კორონავირიუსთან შესაძლო კავშირს სწავლობენ.” – წერს The Guardian-ი.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში დაავადების ასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული, კერძოდ, აშშ-ში, იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში.

ბავშვები ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში კავასაკის დაავადების ნიშნებით მოათავსეს, რომელიც აზიანებს სისხლძარღვებს, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ზომის არტერიებს და სხვა ორგანოებს. ასევე, აღინიშნებოდა ტოქსიკური შოკის სინდრომი, რომელიც საჭმლის მონელების დარღვევითა და ანთებით გამოირჩეოდა.

ზოგიერთ დაავადებულ ბავშვს კორონავირუსზე დადებითი პასუხი ჰქონდა, თუმცა საწინააღმდეგო შემთხვევებიც არსებობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექიმი, მარია ვან კერხოუვი მსოფლიო ექიმებს მიმართავს, რომ იყვნენ მზად, თუკი წააწყდებიან მსგავს დაავადებას. ასევე აღნიშნა, რომ დაავადების შესახებ მონაცემი შეგროვდება და ორგანიზაციაში მისი ანალიზი მოხდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button