მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
ბავშვი დამწვრობით, გალიდან თბილისში გადაჰყავთ
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან გადმოყვანილი ბავშვი თბილისში გადაჰყავთ. მოზარდს, რომელსაც დამწვრობა აქვს, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრი მიიღებს.
ინფორმაცია “ლაივპრესს” ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ დაუდასტურა. მხოლოდ აღნიშნა, რომ დეტალები მოგვიანებით ეცოდინება.
ბავშვი თბილისის კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადას გადაჰყავს.
როგორც მოზარდის ნათესავმა განაცხადა, მეორე კლასელს დამწვრობა აქვს სახეზე და სხეულის სხვა ნაწილებზეც. მისივე ინფორმაციით, წუხელ ბავშვებმა შეშის ღუმელში ნავთის ნაცვლად ბენზინი ჩაასხეს, რამაც ძლიერი აალება გამოიწვია.
შედეგად, მთლიანად დაიწვა საცხოვრებელი სახლი, ბავშვმა კი, დაზიანებები მიიღო.