ბავშვი, რომელიც თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო, სკოლაში მივიდა

ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.
კოვიდინფიცირებულია მესამე კლასის მოსწავლე, რომელიც სკოლის დირექტორის განმარტებით, უნდა ყოფილიყო თვითიზოლაციაში, კვირის ბოლო დღეს სკოლაში იმყოფებოდა.
„გიდასტურებთ, რომ ჩვენს მოსწავლეს გამოუვლინდა კორონავირუსი. თვითოზოლაციაში უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა, მშობელმა ბავშვი მოიყვანა სკოლაში. ეს კლასი დამხმარე შენობაშია განთავსებული და ასევე ყველა ზომა იყო დაცული. ვფიქრობ, რომ გავრცელების რისკი მინიმალურია. კლასი გადავიდა თითიზოლაციაში, თუმცა, სკოლა გადავა თუ არა მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე, ჯერჯერობით არ ვიცით, ველოდებით ჯანდაცვისა და სამინისტროს რეკომენდაციებს“- უთხრა რადიო „თბილისს“ სკოლის დირექტორმა ნინო გოგინავამ.
გადავა,თუ არა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე, ამის შესახებ ხვალ საღამოს გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი I-VI კლასი მომსწავლეებისთვის საკლასო ოთახებში 1 ოქტომბერს დაიწყო.