“ბავშვთა სამყაროს” დირექტორს ბრალს წარუდგენენ

გიორგი მაჭავარიანს დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ, რის შემდეგად სასამართლო მისთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხს გადაწყვეტს.

წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებული “ბავშვთა სამყაროს” დირექტორი გვიან ღამით მოინახულა ადვოკატმა. გაგი მოსიაშვილის თქმით, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, რა მტკიცებულებები აქვს ბრალდებას და აცხადებს, რომ შენობაში უსაფართხოების ზომები დაცული იყო, რის დადასტურებასაც დაცვის მხარე სასამართლო სხდომებზე გეგმავს.

გიორგი მაჭავარიანის გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს იწყებენ დღეიდან დამწვარი „ბავშვთა სამყაროს“ აქციონერები. მათი მტკიცებით, “ბავშვთა სამყაროს” დირექტორი უსამართლოდ არის დაკავებული და გამოძიებისგან რეალური დამნაშავის დადგენას ითხოვენ.

ამ მოთხოვნით აქციის მფლობელები დღის ბოლოს „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და პროკურატურა უმოქმედობაში დაადანაშაულეს. გიორგი მაჭავარიანი შიდა უსაფრთხოების ერთ თანამშრომელთან ერთად, მთავარმა პროკურატურამ გუშინ დააკავა. მათ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაში ადანაშაულებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button