ბავშვთა სიკვდილიანობა ბოლო 25 წლის განმავლობაში 53 პროცენტით შემცირდა
1990 წლის შემდეგ მსოფლიოში ბავშვთა სიკვდილიანობა 53 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ გაერო-სა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიშშია ნათქვამი.
დოკუმენტის მიხედვით, 25 წლის წინ 12, 7 მილიონი ხუთ წლამდე ასაკის ბავშვი დაიღუპა, წელს კი აღნიშნული რიცხვი ექვს მილიონამდე შემცირდა. თუმცა, როგორც გაერო-ში აცხადებენ, გამოწვევები ჯერ კიდევ წინაა და ბევრი ფაქტორია გამოსასწორებელი იმისთვის, რომ ბავშვთა სიკვდილიანობის კლების ტენდენცია გაგრძელდეს.
გაერო-ს მიზანი იყო 1990-დან 2015 წლის ბოლომდე სიკვდილიანობა ორი მესამედით შემცირებულიყო.