მნიშვნელოვანისაქართველო
პრემიერ-მინისტრი მთავრობის ახალ სტრუქტურას ხვალ წარმოადგენს

მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები ხვალ გახდება ცნობილი.
ამის შესახებ განცხადება, პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით სწორედ 26 ივნისს გაიმართება პირველი მთავრობის სხდომა, სადაც ის გააკეთებს განცხადებას სამინისტროების გაერთიანებასთან დაკავშირებით.
პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 14 სამინისტრო 11-მდე შემცირდება.
რაც შეეხება კითხვას დარჩება თუ არა თეა წულუკიანი მთავრობის ახალ შემადგენლობაში, პრემიერი ამბობს, რომ პარლამენტში მთავრობა განახლებული შემადგენლობით წარდგება.