ბაზისბანკი, 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მომხმარებლებს გაუმჯობესებული
და ყველაზე მიმზიდველი პირობებით, სპეციალურ შეთავაზებებს უმზადებს.
1 ნოემბრიდან, ბაზისბანკის იპოთეკურ სესხზე სპეციალური შეთავაზება დაიწყო.
ახალი ბინის შეძენის, აშენების, გარემონტების ან სხვა ბანკებში არსებული იპოთეკური
სესხის გადასაფარად, სესხით სარგებლობა ბაზისბანკის კონკურენტული
და ინდივიდუალური პირობებით არის შესაძლებელი.
სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, იპოთეკური სესხი გამარტივებული წესითა და
შემოსავლების ადგილზე დადასტურებით გაიცემა. სესხის წლიური საპროცენტო
განაკვეთი -9.93%-დან, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – 12.59%-დან
შეადგენს.
მომხმარებელს სესხით სარგებლობა 200,000 ლარამდე,მაქსიმუმ 20 წლამდე ვადით შეუძლია.
„ბაზისბანკში აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ მომხმარებელს მათ საჭიროებებზე
მორგებული პროდუქტი შევთავაზოთ და მათი საბანკო გამოცდილება ჩვენთან კიდევ
უფრო სასიამოვნო და კომფორტული გავხადოთ. ამჯერად, სპეციალური შეთავაზების
ფარგლებში, ჩვენს მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, იპოთეკურ სესხზე ისარგებლოს
ბაზისბანკის მიმზიდველი პირობებით და დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ ბევრ
მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა ჩვენი მეშვეობით შეიძინოს ან გაარემონტოს
უძრავი ქონება.“ – მარეხ საჯაია, ბაზისბანკის პროდუქტებისა და სერვისების
განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
იპოთეკურ სესხზე სპეციალური შეთავაზებით სარგებლობისთვის განაცხადის შევსება
შესაძლებელია სესხების პლატფორმაზე bbcredit.ge ან ნებისმიერ ფილიალში.
ბაზისბანკი, წარმატების 30 წლიანი ისტორია.