მსოფლიოსიახლეები

BBC: “ახლო აღმოსავლეთში კორონავირუსი ავიაკომპანია Mahan air-მა გაავრცელა”

 

ახლო აღმოსავლეთში კორონავირუსი ირანულმა ავიაკომპანია Mahan air-მა გაავრცელა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ბრიტანულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა.

როგორც BBC იუწყება, გამოძიების ანგარიშის მიხედვით, Mahan air-ის თვითმფრინავებმა ინფიცირებული მგზავრები ირანიდან ლიბანსა და ერაყში გადაიყვანეს, რის შემდეგაც, ორივე ქვეყანაში კოვიდ-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა.

BBC წერს, რომ ეკიპაჟის წევრები ავიაკომპანიამ გააჩუმა, როდესაც ისინი ცდილობდნენ, რომ შეშფოთება ვირუსთან დაკავშირებულ მდგომარეობასა და დამცავი აღჭურვილობის ნაკლებობაზე ხმამაღლა გამოეხატათ. ფრენის მონაცემების ბაზა ასევე აჩვენებს, რომ თეირანის მიერ ფრენის აკრძალვის მიუხედავად, ავიაკომპანია რამდენჯერმე ჩინეთში გაფრინდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button