BBC კადიროვის მიერ გაბუნიას მკვლელობის დაგეგმვის შესახებ
ჩეჩნეთის ლიდერის,რამზან კადიროვის მიერ ქართველი ჟურნალისტის ლიკვიდაციის შესახებ ბრძანების გაცემის ამბავი BBC-ის ობიექტივში მოხვდა.
როგორც ბრიტანული მედიამაუწყებელი წერს, ჩეჩნეთის ლიდერი უარყოფს, რომ ქართველი ჟურნალისტის სავარაუდო მკვლელობის დაგეგმვის უკან დგას.
BBC სტატიას თან ურთავს ვიდეომასალებს, მათ შორის, გიორგი გაბუნიას ცნობილ მონოლოგს, თარგმანის თანხლებით.
“ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული რუსი მამაკაცი, კადიროვის ბრძანებით, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მკვლელობისთვის იყო გაგზავნილი.
”მერწმუნეთ, თუკი ვინმეს მოქმედებს ჩემი დავალებებით, ის შეასრულებს მას.“ – დაწერა კადიროვმა შეტყობინებების აპლიკაცია Telegram-ზე (რუსულად).
„გიორგი გაბუნია, უკეთესია, დადგეს მუხლებზე და ითხოვოს პატიება… წინააღმდეგ შემთხვევაში, ის, ვიმეორებ, იქნება ჩემი მტერი.” – დასძინა მან.
“ქართველ ოფიციალურ პირებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
“სავარაუდო მკვლელობის შეთქმულების დეტალები პირველად ორშაბათს გაირკვა. სიუჟეტი გასული წლის ივლისით თარიღდება, როდესაც წამყვანმა გიორგი გაბუნიამ საქართველოს მთავარ კომერციულ სატელევიზიო არხზე პირდაპირ ეთერში ტირადა მოაწყო პუტინის წინააღმდეგ.
“არხის შენობის წინ აქცია გაიმართა და უსაფრთხოების მიზნით, ეთერი გათიშეს.
“მაშინ კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტის მოსაზრებებს „სრულიად მიუღებელი“ უწოდა და თქვა, რომ „ეს გამოწვეულია საქართველოს უუნარობით, შეაკავოს ექსტრემისტული ახალგაზრდები.
“ეს მოხდა ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუარესების ფონზე. მრავალი ქართველი კვლავ გაბრაზებულია რუსული ჯარის დიდი რაოდენობით ყოფნის გამო ორი რეგიონში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, რომელიც საქართველოს 2008 წელს გამოეყო, ხანმოკლე ომის შემდეგ.
“ორშაბათს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებმა განაცხადეს, რომ მათ დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც ვ.ბ.-სთვის ყალბ დოკუმენტებს იყენებდა. დაპატიმრება განხორციელდა გამოძიების ფარგლებში “მკვლელობის ხელშეკრულებით მომზადებაში”, ნათქვამია განცხადებაში.
“სუს-ს არ უხსენებია ჟურნალისტი ან ბ-ნი კადიროვი და სთხოვა ხალხს, არ გაავრცელონ „ყალბი ინფორმაცია”, რათა მათ „დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება“. უსაფრთხოების სამსახურებმა მოითხოვეს მეტი ინფორმაცია “ინტერპოლის არხების მეშვეობით”.
“იმავე დღეს, ბ-ნ გაბუნიას უფროსმა ნიკა გვარამიამ განუცხადა მედიას, რომ ვ.ბ. გაგზავნეს ჟურნალისტის მკვლელობისთვის რამზან კადიროვის ბრძანებით, და რომ უსაფრთხოების სამსახურებმა შეთქმულების შესახებ, უკრაინელი ოფიციალური პირებისგან შეიტყვეს.
“ადრე ჩეჩენი სეპარატისტი, ბ-ნი კადიროვი, ახლა პრეზიდენტ პუტინის ძლიერი მოკავშირეა. კრიტიკოსებმა მას წარსულში რამდენიმე შეთქმულებით მკვლელობა დაუკავშირეს, მაგრამ მან ნებისმიერი კავშირი უარყო.
“უფლებადამცველი ჯგუფები მას ადანაშაულებენ წამებაში, ჰომოსექსუალების დევნაში და მოწინააღმდეგეების გაუჩინარებაში.
“ძლიერი ლიდერი, სავარაუდოდ, გასულ თვეში მოსკოვის საავადმყოფოში მიიყვანეს სამკურნალოდ, მაგრამ მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის “აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო”, მაშინაც კი, როცა მარჯვენა ხელში კანულა ჰქონდა.” – წერს BBC