“ბედნიერი პლანეტის” რეიტინგში საქართველო 130-ე ადგილს იკავებს
ბედნიერი პლანეტის ინდექსის წლევანდელ რეიტინგში, რომელიც 158 ქვეყანას მოიცავს, საქართველო საპატიო 130-ე ადგილზეა.
ჩვენზე “ბედნიერნი” (ჩვენსქვემოთ) არიან: მალავი, შრი-ლანკა, ანგოლა, მალი, კონგო, სენეგალი, გაბონი, კამბოჯა, ჩადი, ავღანეთი და ყველაზე “ბედნიერი” სირია, ბურუნდი და ტოგო.
ჩვენზე “უბედურები” კი (გვისწრებენ): ჯიბუტი, კენია, განა, მავრიტანია,ეთიოპია, ნეპალი, ჰაიტი, ზიმბაბვე, მონღოლეთი, ლაოსი და სხვ.
სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი აშშ მე-15 ადგილზეა, ოკუპანტი რუსეთი კი 64-ზე.
უახლოესი მეზობლები აზერბაიჯანი და სომხეთი შესაბამისად მე-80 და 127-ე სტრიქონებს იკავებენ…
ბედნიერი პლანეტის ინდექსი დაანგარიშებულია მრავალკომპონენტიანი ფორმულით.