მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბელარუსი ოპოზიციონერი სერგეი ტიხანოვსკი ციხიდან გაათავისუფლეს

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რამდენიმე პოლიტპატიმარი შეიწყალა, მათ შორის ოპოზიციონერი ბლოგერი და პოლიტიკოსი, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ქმარი სერგეი ტიხანოვსკი.აღსანიშნავია, რომ მან უკვე დატოვა ბელარუსის ტერიტორია.

როგორც მედია წერს, გასული წლიდან მოყოლებული, ალექსანდრე ლუკაშენკო რეგულარულად იწყალებს მთავრობის კრიტიკოსთა მცირე რაოდენობას, რაც ანალიტიკოსებმა იმის სიგნალად აღიქვეს, რომ მინსკი დასავლეთთან დაძაბულობის შემსუბუქებას ცდილობს.

ბელარუსის პრეზიდენტმა ისინი ქვეყანაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგის ვიზიტის დროს შეიწყალა.
„პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობის წყალობით, დღეს ბელარუსში 14 პატიმარი გაათავისუფლეს. „მადლობა ლიეტუვის მთავრობას თანამშრომლობისა და დახმარებისთვის – ისინი ნამდვილ მეგობრებად და მოკავშირეებად რჩებიან“, – წერს ის.

Euronews-ის თანახმად, შეთანხმება სწორედ კიტ კელოგის შუამავლობით მოხდა და გადაწყვეტილება ბელარუსის პრეზიდენტმა მასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.
კიტ კელოგის მოადგილის, ჯონ კოულის ცნობით, ვიზიტის შედეგად ბელარუსის პრეზიდენტმა ჯამში 14 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა. კოულმა ცალკე მადლობა გადაუხადა ლიეტუვის მთავრობას “თანამშრომლობისთვისა და დახმარებისთვის”.
ასევე ცნობილია, რომ გაათავისუფლეს მინსკის ენათმეცნიერების სახელმწიფო ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი ნატალია დულინა, ანარქისტი აკიჰირო გაევსკი-ხანადა და ჟურნალისტი გალინა კრასნიანსკაია გაათავისუფლეს.

ასევე გაათავისუფლეს რადიო „თავისუფლების“ ბელორუსული სამსახურის ყოფილი ჟურნალისტი იჰარ კარნი.

სერგეი ტიხანოვსკი 2020 წლის მაისში დააკავეს, როდესაც სვეტლანა ტიხანოვსკაიას საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენისთვის ხელმოწერებს აგროვებდნენ. უშუალოდ მისი კანდიდატურა კი ცესკომ დაბლოკა: სერგეი ტოხანოვსკი ადმინისტრაციულ პატიმრობაში იყო და არ შეეძლო საინიციატივო ჯგუფი თვითონ დაერეგისტრირებინა.
„ევრონიუსი“ წერს, რომ ლუკაშენკოს ხელისუფლებამ სერგეი ციხანოვსკი 2020 წელს დააკავა, როგორც მაშინდელი ბელარუსის ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი და ლუკაშენკოს პირდაპირი ოპონენტი. მინსკის სასამართლომ სერგეი ციხანოვსკის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ყველაზე მკაცრი პირობებით. მას არ ჰქონდა ოჯახის წევრების მონახულების და ტელეფონით ზარების განხორციელების უფლება. ორ წელზე მეტია მასზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა, ვინაიდან მას სრულ იზოლაციაში ამყოფებდნენ. მას ასევე არ მისცეს უფლება, კონფიდენციალურად შეხვედროდა ადვოკატს, წაეკითხა, გაეგზავნა წერილები ან მიეღო წერილები და ამანათები. ციხის ადმინისტრაციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, 2023 წელს მას ახალი სასჯელი – 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, გარდა იმ 18 წლიან სასჯელისა, რომელსაც ის უკვე იხდიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button