მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
ბელარუსის ტერიტორიიდან რუსული ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, განგაშის სიგნალის ხმა ჯერ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გაისმა, შემდეგ დედაქალაქში და რამდენიმე წუთის შემდეგ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
Belaruski Gayun იუწყება, რომ ბელარუსის აეროდრომებიდან შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავი А-50У და ორი MiG-31K გამანადგურებელი აფრინდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რომლებიც სავარაუდოდ ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჯალებით“ არიან შეიარაღებული.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის ოლქის დასახლებული პუნქტები არტილერიით დაბომბა.
იერიშის შედეგად დაზიანებულია კერძო სახლები.