მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბელარუსში ისკანდერის ტაქტიკური სარაკეტო სისტემები განთავსდა

ქალაქ ენგელსის სამხედრო აეროდრომის რაიონში, გვიან ღამით აფეთქება მოხდა

ბელარუსის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის, ლეონიდ კასინსკის თქმით, ბელარუსში რუსეთის მიერ მიწოდებული ისკანდერის ტაქტიკური სარაკეტო სისტემები და C-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა განლაგებულია და მზად არიან დასახული ამოცანების შესასრულებლად.

“ჩვენმა სამხედროებმა, ეკიპაჟებმა დაასრულეს წვრთნა რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ერთობლივ საბრძოლო მომზადების ცენტრებში. ამ ტიპის იარაღები საბრძოლო მოვალეობას ასრულებენ და ისინი მზად არიან შეასრულონ ამოცანები დანიშნულებისამებრ”, – თქვა კასინსკიმ.

მას არ დაუკონკრეტებია რამდენი “ისკანდერის” სისტემა განთავსდა ბელარუსში.

“ისკანდერი” არის მართვადი სარაკეტო სისტემა, რომლის მოქმედების დიაპაზონი 500 კმ-მდეა. მის შესაძლებლობებში ჩვეულებრივი ან ბირთვული ქობინების ტარება შედის.
რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსის სამხედრო აეროდრომის რაიონში, გვიან ღამით აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ქალაქის მცხოვრებნი ტელეგრამ-არხებით იუწყებიან.

გამოცემა Baza-ს ინფორმაციით, ქალაქში საჰაერო განგაშის სისტემა ჩაირთო. წინასწარი მონაცემებით, აფეთქების შედეგად არიან დაშავებულები.

სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ცნობებს სამხედრო ობიექტზე მომხდარი “შემთხვევის” შესახებ, ძალოვანი სტრუქტურები ამოწმებენ. ბუსარგინმა „ქვეყნის საზღვრებიდან შორს შექმნილი თავხედური ტყუილი“ უწოდა ცნობებს ენგელსიდან მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ და მოქალაქეებს შეახსენა, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს.

5 დეკემბერს, უკრაინელმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს იერიში უკრაინიდან 700 კილომეტრით დაშორებული სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში და ასევე, რიაზანის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომებზე. დაიღუპა 3 რუსი სამხედრო და დაზიანდა სტრატეგიული ბომბდამშენები ტუ-95.

მსგავსი პოსტები

Back to top button