მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბელარუსში საზენიტო სარაკეტო სისტემების პარტია “Tor-M2K” ჩავიდა

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთმა მინსკს გადასცა საზენიტო-სარაკეტო სისტემა Tor-M2K-ის მორიგი პარტია.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს იდეოლოგიური მუშაობის მთავარი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კოსინსკიმ განმარტა, რომ მინსკს შეიარაღების ეს პარტია ბელარუსსა და რუსეთს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი შეთანხმების ფარგლებში გადაეცა.

„პერსონალი უკვე გაწვრთნილია და წარმატებით დაეუფლა ამ კომპლექსებს”, – განაცხადა კოსინსკიმ და დასძინა, რომ უახლოეს მომავალში სარაკეტო სისტემები სამხედრო ნაწილებს გადაეცემათ.

საზენიტო სარაკეტო სისტემა Tor-M2U საშუალო, დაბალ და ძალიან დაბალ სიმაღლეებზე თვითმფრინავების, ვერტმფრენების, აეროდინამიკური საფრენი აპარატების, მართვადი რაკეტების და მაღალი სიზუსტის იარაღის სხვა ელემენტების გასანადგურებლად არის განკუთვნილი.

მიუხედავად ბელარუსის განცხადებისა, რომ არ ერევა რუსეთ-უკრაინის ომში, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი მიიჩნევს, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან განმეორებითი შეტევის საფრთხე იზრდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ალექსეი გრომოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ მინსკი თავის ტერიტორიას უთმობს რუსეთს, უკრაინის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტებისა და თვითმფრინავების გაშვებისთვის;

ბელარუსის ტერიტორიაზე გრძელდება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საავიაციო და სხვა დანაყოფების გადასროლის პროცესი;
ბელარუსის რესპუბლიკის აეროდრომებზე განლაგებულია რუსული MiG-31 კლასის თვითმფრინავი, რომელიც “კინჟალის” ტიპის ბალისტიკური რაკეტით არის აღჭურვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button