მნიშვნელოვანისპორტი

ბელგია პლეი-ოფშია, დანია ჯგუფში რჩება #ევრო2020

B ჯგუფში მეორე ეტაპი დასრულდა და თუ რაიმე სენსაცია არ მოხდა, მესამე ტურის წინ პრატიკულად ყველაფერი გარკვეულია.

ბელგია 6 ქულით პირველ ადგილზეა, 3-3 ქულა აქვთ რუსეთს და ფინეთ. დანია ნული ქულით თითქმის უშანსოდაა და ჯგუფში ჩარჩენა ემუქრება.

ყველასთვის მოულოდნელად, რუსეთის ნაკრებმა ფინეთს მინიმალური ანგარიშით: 2:0 მოუგო.
ჯგუფის მეორე შეხვედრა ბელგიისა და დანიის ნაკრებს შორის შედგა. კოპენჰაგენის სტადიონზე შეხვედრის მე-10 წუთზე, როგორც დაგეგმილი იყო, თამაში რამდენიმე წამით შეჩერდა. ფეხბურთელებიი და ტრიბუნებზე მყოფი მაყურებელი აპლოდისმენტით, ფეხზე ამდგარი მიესალმა ჯერ კიდევ კლინიკაში მყოფ დანიის ნაკრების შემტევ ნახევარმცველს, კრისტიან ერიკსენს.

რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, შეხვედრის პირველივე წუთებში პოულსენმა ანგარიში გახსნა და დანია დააწინაურა.
მეორე ტაიმში რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია და ბელგიის ნაკრებმა სათამაშო უპირატესობა ხელში აიღო. 55-ე წუთზე ტორგან აზარმა წონასწორობა აღადგინა. 71-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა კევინ დე ბრუინმა მეორე გოლი გაუტანა დანიის ნაკრებს. აღსანიშნავია, რომ დე ბრუინმა გოლი არ აღნიშნა და თანაგუნდელებსაც იგივე მოუწოდა,- ისევ და ისევ დანიის ნაკრების ფეხბურთელის, ერიკსენის საპატივსაცემოდ.

იმის მიუხედავად, რომ დე ბრუინი და ძმები აზარები მშვენივრად გამოიყურებოდნენ მოედანზე, უეფა-მ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად, რომელუ ლუკაკუ დაასახელა.

მსგავსი პოსტები

Back to top button