მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ბელგია საქართველოს „ასტრაზენეკას“ ვაქცინას საჩუქრად გადასცემს

„კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით ბელგია, ე.წ. მესამე ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს გადასცემს, – ინფორმაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა განთავსებული.
ბელგიის მიზანია 2021 წლის ბოლომდე ვაქცინების 4 მილიონი დოზა გააჩუქოს, ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ განაცხადა
პირველ ეტაპზე, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 168 ათას დოზას მიიღებს უკრაინა, შემდეგ 225 ათასზე მეტ დოზას მიიღებენ საქართველო, სომხეთი და კოსოვო.