ბელგიის ეკლესიაში პასტორმა პაბი გახსნა [Video]
ბელგიის სამხრეთით მდებარე ერთ-ერთ პატარა სოფელში ადგილობრივმა პასტორმა მოსახლეობას ეკლესიაში სპირტიანი სასმელების მოხმარების ნება დართო. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
პასტორმა უჩვეულო გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დასახლებულ პუნქტში უკანასკნელი პაბი დაიხურა.
ოღონდ ალკოჰოლური სასმელების მოყვარულებმა ორი უმთავრესი პირობა უნდა დაიცვან. პირველი: დალევა მხოლოდ საეკლესიო ლიტურგიის შესრულების შემდეგ შეიძლება, ხოლო მეორე – ადამიანებმა ტაძარში სიმღერისა და ცეკვისგან თავი მაქსიმალურად უნდა შეიკავონ.