სპორტი

ბელგიის ნაკრებს რუმინეთში არ უშვებენ… რაგბი ევროპის მატჩი ჩაიშალა

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში სამის ნაცვლად 2 შეხვედრა ჩატარდება. მიზეზი კვლავ კორონავირუსია.

რაგბის ევროპის ფედერაციის ოფიციალური გადაწყვეტილებით რუმინეთის და ბელგიის ნაკრებების დაპირისპირება აღარ ჩატარდება.

ბელგიის მთავრობამ ეროვნულ ნაკრებს რუმინეთში წასვლის უფლება არ მისცა. ქვეყანა პანდემიასთან ბრძოლაშია ჩართული და მოქალაქეებს მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს.

უკვე გადადებულ დაპირისპირებას სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ქონდა. რაგბი ევროპის ასოციაციაში აცხადებენ, რომ თუ ტექნიკური წაგება ბელგიელებს ჩაეთვლებათ, ჩემპიონატზე ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა სწორედ მათ მოუწევთ. ფრეს დაფიქსირების შემთხვევაში,რუმინეთის ნაკრები ბოლო ადგილზე გადავა და ფინალურ ეტაპზე ნიდერლანდებს შეხვდება.

შეგახსენებთ,რომ რუმინეთის ქალაქ კრაიოვაში 7 თებერვალს დაგეგმილ დაპირისპირებაზე ქართველ მსაჯთა ბრიგადას უნდა ემსაჯა.

მატჩის მთავარი რეფერი შოთა თევზაძე უნდა ყოფილიყო. მისი დამხმარეები კი – საბა აბულაშვილი და შოთა ცაგარეიშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button