
ბელორუსის სკოლებში სწავლა 20 აპრილიდან განახლდება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, იგორ კარპენკოს განცხადებით, უწყებაში სასწავლო წლის დასრულებას დათქმულ ვადებში გეგმავენ. მისივე თქმით, ქალაქებში მოსწავლეების 40% სკოლაში მისვლის მზადყოფნას გამოთქვამს, სოფლად კი, ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია.
„ბევრი მშობელი კითხულობს: რა მოხდება, თუკი ჩემს შვილს სკოლაში არ გავუშვებ? ეს მათი უფლებაა, ჩვენ არავის ვაძალებთ“, – განაცხადა კარპენკომ.
მანამდე ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი „მშვიდად და აუჩქარებლად უნდა დაიწყოს“.