ბელორუსმა კასკადიორმა ვან დამის ილეთი გაიმეორა [Video]

ბელორუსმა კასკადიორმა და ილეთების ოსტატმა, დენის ბლოხინმა ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავის – ჟან-კლოდ ვან დამის “ეპიკური შპაგატი” გაიმეორა, – გვაცნობებს Sport.tut.by.

პორტალის ინფორმაციით, ბლოხინმა, ვან დამისგან განსხვავებით, ილეთი “ბელაზის” მარკის საკარიერო თვითმცლელებზე შეასრულა. მას ილეთის რეალიზაციისთვის მინსკის საავტომობილო ქარხანამ 160 და 180 ტონა ტვირთამწეობის მქონე “БелАЗ-7517” და “БелАЗ-7518” დაუთმო.

მარცხის შემთხვევაში ბლოხინი კომპანია “Промтрансинвест”-მა დააზღვია.

აღსანიშნავია, რომ ვან დამმა თავისი Epic Split-ი უკუსვლით მიმავალი ორი სატვირთო ავტომობილის სარკეებზე შეასრულა, რაც დასახულ ამოცანას გაცილებით ართულებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button