სპორტი

ბენიტო მუსოლინის შთამომავალი რომის „ლაციოში“ ჩაირიცხა

17 წლის რომანო მუსოლინი იტალიის ყოფილი დიქტატორის, ბენიტო მუსოლინის შვილთაშვილია. მთავარმა მწვრთნელმა ტომაზო როკიმ ის რომის „ლაციოს“ 18 წლამდელთა გუნდში მიიწვია.

ამის შესახებ იტალიური პრესა Sky Sport Italia იტყობინება.

ახალგაზრდა ფეხბურთელი 16 წლამდე, რომის აკადემიაში ვარჯიშობდა და მისი ტალანტი ფეხბურთის სპეციალისტებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.

მოზარდი, “დუჩეს“ შვილიშვილის, ცნობილი იტალიელი პოლიტიკური მოღვაწის, ალექსანდრა მუსოლინის მესამე შვილია.

ცნობილია, რომ დიქტატორი გამორჩეულად გულშემატკივრობდა რომის „ლაციოს“ ამის გამო კლუბს ხშირად „ფაშისტების გუნდსაც“ ეძახდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button