სპორტი

ბექა ბურჯანაძე ესპანეთის ჩემპიონატის 3 საუკეთესოს შორის მოხვდა

ესპანურ ლიგა-ენდესაში სეზონის მე-8 ტური გათამაშდა, სადაც ბექა ბურჯანაძის „ბეტისი“ „ვალენსიას“ ესტუმრა.

სტუმრებმა გამარჯვება მოულოდნელად მოიპოვეს, რაშიც ქართველმა კალათბურთელმა დიდი როლი ითამაშა.

მატჩის მიმდინარეობისას მის აქტივში 18 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა ჩაიდო. ბურჯანაძემ 7-დან 6 სამქულიანი ჩააგდო, რაც მისთვის საუკეთესო შედეგია. ბექას სარგებლიანობის კოეფიციენტმა კი 19-ს მიაღწია.

სწორედ ამის გამო ბექა ბურჯანაძე ტურის 3 საუკეთესო კალათბურთელს შორის დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ ბურჯანაძემ ლიგა ენდესას ბოლო ორ ტურში ჯამში 31 ქულა ჩააგდო. აშკარაა, რომ ის სასურველ ფორმაში შედის, რაც ნამდვილად კარგი ამბავია საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის აღზრდილები ნოემბრის ბოლოს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაებმებიან და მეტოქეებად უკრაინა და ესპანეთი ეყოლებათ.

ბეტისმა 8 ტურის თავზე 2 მოგება მოაგროვა, თუმცა ისევ ბოლო ადგილზე რჩება.

მთავარი ბრძოლები წინაა. ბურჯანაძის გუნდი მე-9 ტურის შეხვედრას 7 ნოემბერს ჩაატარებს, როდესაც ისევ სტუმრად სარაგოსას დაუ;პირისპირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button