ბერა მამაზე გავრცელებულ ამბავს გამოგონილს უწოდებს

ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი,  მამაზე გავრცელებულ ამბავს დეზინფორმაციას უწოდებს.

მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ ექს-პრემიერზე გავრცელებლი ამბავი გამოგონილია.

“დილის 6 საათიდან აღელვებული მეგობრების ზარებს ვპასუხობ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გავაკეთო განმარტება მათთვის, ვისაც ესმის, რას ნიშნავს ოჯახს მოწყვეტილი კაცისთვის მამაზე გამოგონილი უმსგავსო ინფორმაციის მოსმენა.

მინდა გითხრათ, რომ ჩემი 61 წლის მამა ყოველდღე აქტიურად ვარჯიშობს და თავისი ჯანმრთელობის მონაცემებით ნებისმიერ ახალგაზრდას შეედრება. ის ხალხი, კი ვინც ამ დეზინფორმაციას სიხარულით ავრცელებს, მხოლოდ ჩემს სიბრალულს იმსახურებს, რადგან მათ არც დედის, არც მამის, არც შვილის და არც სამშობლოს სიყვარული იციან, ისინი საცოდავი ადამიანები არიან…”

17 ივნისს, სოციალურ ქსელში, ყოფილ პრემიერზე გავრცელებული ინფორმაცია რადიო ჰერეთთან კატეგორიულად უარყო ფონდი “ქართუს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი უძილაურმა. მან ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას შიზოფრენია და ბოდვა უწოდა. 

გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობა დამძიმდა და გერმანიაში გადაიყვანეს”

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button