მნიშვნელოვანირეგიონი

ყვარელში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრების სავარაუდო ყოფნა, წარწერებით გააპროტესტეს

ყვარელში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრების სავარაუდო ყოფნა, წარწერებით გააპროტესტეს.

წარწერა, სერგეი ლავროვის სანქცირებული ქალიშვილისა და მისი ოჯახის წევრების მისამართით, “ყვარელი რეზორტისაკენ” მიმავალ გზაზე, სამოქალაქო აქტივისტებმა, გვიან ღამით დატოვეს.

” ეს არის მცირე, მაგრამ მაინც ჩვენი პროტესტი’- ამბობს ერთ- ერთი ადგილობრივი.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები, საქართველოში, კერძოდ, ყვარელსა და ახაშენში იმყოფებიან, სადაც ეკატერინა ლავროვას მაზლის ორდღიანი ქორწილი უნდა შედგეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button