მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ბერასა და ირაკლი ღარიბაშვილის აუდიოჩანაწერები მოდელირებულია”

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ტელეკომპანია “პირველის”, ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში 2021 წლის 6 მარტს გასული მასალა, ფალსიფიცირებული და მოდელირებულია – ამის შესახებ პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

პროკურორმა ამირან გულუაშვილმა, განაცხადა რომ ჩანაწერები გაკეთებულია 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე, თუმცა ეთერში გასული მონტაჟით შეცვლილია საუბრის მონაწილეთა შინაარსი. პროკურორის თქმით, ასეთი მონტაჟი 170-მდეა.

პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვან ბერა ივანიშვილსა და მოქმედ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე უსმენდნენ. – ეს არის იმ გამოძიების შედეგები, რომელიც უწყებამ TV პირველის ეთერში გასულ ბერა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილის სავარაუდო საუბრის შინაარსზე დაიწყო.

“ჩანაწერების გაკეთება დაიწყო 2011 წლის 4 ოქტომბერს დაიწყო, ანუ ბიძინა ივანიშვილის მიერ ოპოზიციური პარტიის შექმნისა და არჩევნებში მონაწილეობაზე საჯარო განცხადების გაკეთებამდე ერთი დღით ადრე”, – განაცხადეს პროკურატურაში.

პროკურატურის ინფორმაციით, იმ დროს უსმენდნენ, ბიძინა ივანიშვილს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს და მათ შორის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს.

“ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2021 წლის 6 მარტს “ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული აუდიო ჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია. აუდიო ჩანაწერებს მრავლობითად აღენიშნება რედაქტირების კვალი, აბსოლუტურად ყველა მათგანი დამზადებულია მონტაჟის შედეგად და შერჩევითი ფიქსაციის გზით მიღებულია შეცვლილი, დაინტერესებულ პირთათვის სასურველი შინაარსის მქონე აუდიო ჩანაწერები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ მონტაჟის გზით შექმნილ და ფალსიფიცირებულ აუდიო ჩანაწერებს არანაირი მტკიცებულებითი ძალა არ გააჩნია”, – აღნიშნა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

პროკურატურამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია “პირველზე” და მისი ჟურნალისტებზე არ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სატელეფონო ჩანაწრები გაავრცელდა, სადაც სავარაუდოდ ბერა და ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობენ

ბერა ივანიშვილი ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა

ბერას ინტერვიუს ოპოზიცია დანაშაულის აღიარებად მიიჩნევს

“ქართული ოცნება”ბერას ინტერვიუთი კმაყოფილია-ნაწილი მის პოზიციას პირდაპირ იზიარებს

უფლებადამცველის შეფასებით ბერას პოზიცია ძალადობის წახალისებაა

მსგავსი პოსტები

Back to top button