![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2018/12/clouds-of-sils-maria.jpg)
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის თავმჯდომარე ფრანგი მსახიობი და მხატვარი ჟულიეტ ბინოში იქნება. ოსკაროსანი ბინოში ცნობილია ფილმებით – ინგლისელი პაციენტი, შოკოლადი, სამი ფერი: ლურჯი და.ა.შ
“ძალიან მიხარია, რომ ჟულიეტი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს. ბერლინალეს დიდი და მყარი ურთიერთობა აქვს მასთან და მიხარია, რომ ის კიდევ ერთხელ დაგვიბრუნდება”, – ამბობს, კინოფესტივალის პრეზიდენტი, დიტერ კოსლიკი.
ბერლინის 69-ე კინოფესტივალი 2019 წლის 7 თებერვალს დაიწყება და 17 თებერვლამდე გასტანს.