კულტურამოზაიკა

ბერლინალე 2019-ის ჟიურის თავმჯდომარე, ჟულიეტ ბინოში იქნება

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის თავმჯდომარე ფრანგი მსახიობი და მხატვარი ჟულიეტ ბინოში იქნება.  ოსკაროსანი   ბინოში ცნობილია ფილმებით – ინგლისელი პაციენტი, შოკოლადი, სამი ფერი: ლურჯი და.ა.შ

“ძალიან მიხარია, რომ ჟულიეტი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს. ბერლინალეს დიდი და მყარი ურთიერთობა აქვს მასთან და მიხარია, რომ ის კიდევ ერთხელ დაგვიბრუნდება”, – ამბობს, კინოფესტივალის პრეზიდენტი, დიტერ კოსლიკი.

ბერლინის 69-ე კინოფესტივალი 2019 წლის 7 თებერვალს დაიწყება და 17 თებერვლამდე გასტანს.

მსგავსი პოსტები

Back to top button