მსოფლიოსაქართველოსიახლეები
ბერლინი-თბილისის რეისით, 183 მოქალაქე დაბრუნდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბერლინი – თბილისის რეისით, საქართველოს 183 მოქალაქე დაბრუნდა.
მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგადაც, სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით, სხვადასხვა სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში იქნენ გადაყვანილი. 14-დღიანი კარანტინის დროს, უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.
მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, საქართველოს მასშტაბით, საკარანტინო სივრცეების 84 სასტუმროში მოწყობას გაუწია ორგანიზება.
ამ დროისთვის, საკარანტინო სივრცეებში 4 717 ადამიანია განთავსებული.