მოსამართლე ტურავა და სოც. დაუცველი როდონაია ბინებს ითხოვენ

1442403005766770
მერაბ ტურავა – მოსამართლე

მოსამართლე მერაბ ტურავას ბათუმში 125 კვადრატული ფართობის ბინა სიმბოლურ ფასად, 1 ლარად უნდა გადაეცეს. საკითხს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ, თუმცა დეპუტატების მხრიდან მერიის ინიციატივას შეფასებები უკვე მოჰყვა. სპეციალური ბრიფინგი გამართეს თავისუფალმა დემოკრატებმა, მოგვიანებით კი ასევე სპეციალური განცხადება გააკეთა ბრიფინგზე საკრებულოს თავმჯდომარემაც.

მერაბ ტურავასთვის, სიმბოლურ ფასად, ბინის შესაძლო გადაცემის საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობა ვერანაირ პრობლემას ვერ ხედვას. გია ვოლსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის, გიორგი პაპუაშვილისთვის ქონების გადაცემაც გაიხსენა.

მერაბ ტურავასთვის ბათუმში ბინის გადაცემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ განცხადება გააკეთა. სასამართლოს მთავარმა მრჩეველმა განმარტა, რომ სახელმწიფოს კანონი ავალდებულებს “მოსამართლეს შეუქმნას მოღვაწეობისთვის და ცხოვრებისთვის ღირსეული პირობები”.

მერაბ ტურავასთვის ბათუმში ბინის შესაძლო გადაცემის ფაქტს საია გამოეხმაურა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა საქმიანობისათვის შესაბამისი გარანტიების შექმნა წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას და ამ პროცესში თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონება არ უნდა იყოს გამოყენებული. საია მოუწოდებს ხელისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთათვის უძრავი ქონების საკითხთან დაკავშირებით, დროულად შეიმუშაოს სათანადო რეგულაციები, რომლის მიღებამდე უნდა შეჩერდეს სიმბოლურ ფასად ქონების საკუთრებაში გადაცემა.

rodonaia
ომარ როდონაია – სოციალურად დაუცველი

ტურავასთვის ბინის გადაცემის საკითხს ბათუმის საკერბულო ხვალ განიხილავს. პარალელურად ომარ როდონაია ბათუმის მერიისგან საცხოვრებელი ფართის გადაცემას ითხოვს. სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ამბობს, რომ სახელმწიფო უწყებებისთვის არაერთი მიმართვისა და შიმშილობის მიუხედავად ამ დრომდე ნაქირავებში ცხოვრობს. მერიაში განმარტავენ, რომ არ არსებობს პროგრამა რომელიც როდონაიასთვის ბინის გადაცემას ითვალისწინებს და ამის შესახებ მას არაერთხელ განუმარტეს. მერიის საბინაო ფონდი კი მრავალშვილიანი და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს განსახლებული ოჯახებისთვისაა გათვალისწინებული.

 

გამოყენებულია აჭარის ტელევიზიის მასალები

მსგავსი პოსტები

Back to top button