ბერლინში ტერაქტი პაკისტანის მკვიდრმა მოაწყო [Photo/Video]

ბერლინის პოლიციამ სატვირთო მანანის მძღოლის ვინაობა დაადგინა, რომელმაც 19 დეკემბრის საღამოს ბერლინის ცენტრში საშობაო ბაზრის ტერიტორიაზე მოქალაქეებს დაეჯახა, – იუწყება გაზეთი Die Welt.

გამოცემის ინფორმაციით, დაკავებული 23 წლის პაკისტანის მოქალაქე ნავედ ბ. არის. იგი 1993 წლის 1 იანვარსაა დაბადებული.

ეჭვმიტანილმა 2016 წლის 16 თებერვალს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში თავშესაფარი მოითხოვა. პოლიცია ახალგაზრდა კაცს კარგად იცნობდა, ვინაიდან იგი კრიმინალთან იყო დაკავშირებული. თუმცა პაკისტანელის რადიკალურ დაჯგუფებებთან კავშირის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

ბოლო მონაცემებით, ბერლინში მომხდარ ტრაგედიას 12 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 50 კი მძიმედ დაიჭრა. ტერაქტი ორმა ბოროტმოქმედმა მოაწყო, ერთ-ერთი მათგანი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.

A firefighter walks in front of a truck at the site of an accident at a Christmas market on Breitscheidplatz square near the fashionable Kurfuerstendamm avenue in the west of Berlin, Germany, December 19, 2016. REUTERS/Fabrizio Bensch

მსგავსი პოსტები

Back to top button