ბერლუსკონიმ კალაძეს გამარჯვება მიულოცა

იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა,  სილვიო ბერლუსკონიმ პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა.  – ამის შესახებ ქართული ოცნების პრესსამსახური იუწყება. 

სატელეფონო საუბრისას სილვიო ბერლუსკონიმ კახა კალაძეს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ იგი თბილისის გამორჩეული მერი იქნება.

სილვიო ბერლუსკონი არაერთი სკანდალური ამბით არის ცნობილი, მათ შორის ხშირადაა მოხვედრილი აშშ-ს არაერთ ანგარიშში. ანგარიშების მიხედვით „2011 წლის თებერვალში, იგი ეჭვმიტანილია  მაროკოელი არასრულწლოვანის სექსუალურ ექსპლუატაციაში. მედიის ინფორმაციით, ამ საქმეში მესამე პირებიც ფიგურირებდნენ. რაც იმაზე მიანიშნებს, რომ გოგონა ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა.“ – ნათქვამია მოხსენებაში.

მის მფლობელობაშია სამი იტალიური ტელეარხი და იტალიის უდიდესი საგამომცემლო სახლი. 1986 წლიდან არის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ მფლობელი და პრეზიდენტი. ჟურნალ „ფორბსის“ ინფორმაციით, 2011 წელს მისი აქტივები შეფასებულია 6 მილიარდ დოლარად. 2012 წლის 26 ოქტომბერს სილვიო ბერლუსკონი საგადასახადო თაღლითობის გამო გაასამართლეს და 4 წელი მიუსაჯეს.

2017 წელს, 80 წლის სილვიო ბერლუსკონიმ მუნიციპალურ არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვების შემდეგ გადაწყვიტა, დაბრუნდეს დიდ პოლიტიკაში. 22 დიდი ქალაქიდან 16-ში გაიმარჯვა მემარჯვენე ძალების კოალიციამ.  “წინ იტალია” ლიდერიქვეყნის ყველა რეგიონში ავტონომიის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივითაც გამოვიდა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ღონისძიებაზე განაცახდა, რომელიც ლომბარდიასა და ვენეტოში 22 ოქტომბერს დაგეგმილ პლებისციტს მიეძღვნა.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button