ბერშუეთში ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს

რუსული მცოცავი ოკუპაციის მორიგი ფაქტი შიდა ქართლში. ბერშუეთშიადგილობრივებმა დღეს კიდევ ათი ჰექტარი მიწა დაკარგეს.
სოფელში ახალი საოკუპაციო ბანერი გაჩნდა. ე.წ. საზღვრის იქით მოექცა ადგილობრივი ფერმერის გია ხოდელის ნაკვეთიც. ბერშუეთში იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. ადგილობრივი მოსახლეობა ყვება, რომ რუსი ოკუპანტების მხრიდან მოსახლეობის შევიწროვება ყოველდღიურად ხდება.
ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებას ეცნობიან დეპუტატები და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმოამდგენლები. კირბალის თემის გამგებელი დავით ცერცვაძე ამბობს, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებების გზით ეცდება, მოსახლეობამ საკუთარი მიწიდან მოსავლის აღება შეძლოს.
ბერშუეთში საოკუპაციო ხაზის გადმოწევას და კიდევ 10 ჰექტარი მიწის ოკუპირებას ოპოზიცია აფასებს. მმართველი გუნდის ოპონენტები ხელისუფლებას მოუწოდებენ დაგეგმილი პოლიტიკა ჰქონდეს რუსეთის მიმართ და მხოლოდ რეაგირების რეჟიმში არ იყოს.
ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით კი, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო დონეზე მოწინავე თემა იყოს.