ბესელია ელისაშვილის წინააღმდეგ – დეპუტატი პროკურატურას მიმართავს [Audio]

ეკა ბესელია ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ – დეპუტატი პროკურატურას მიმართავს და პატიმრის ერთ-ერთ წერილში მოყვანილი ფაქტების შესწავლას ითხოვს.
ეკა ბესელიას განცხადებით, ამ წერილში საუბარია იმაზე, რომ ალეკო ელისაშვილი ერთ-ერთი პატიმრის ადვოკატს, შეწყალების სანაცვლოდ, 50 000 დოლარს სთხოვდა. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ამ შინაარსის წერილი პროკურატურაში პარასკევს გაგზავნა.
ალეკო ელისაშვილი ბესელიას დღევანდელ განცხადებას სისულელეს უწოდებს.