მნიშვნელოვანირეგიონი

ბესიკ წულეისკირმა არჩევანი სენკის # 64 ოლქში გააკეთა

ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პოლიტიკური გაერთიანება ,,თავისუფალი საქართველოდან” ბესიკ წულეისკირმა საკუთარი არჩევანი სენკის # 64 ოლქში გააკეთა.

მისი განმარტებით, ეს არჩევნები მნიშვნელივანია და უნდა გაიმარჯვოს ისეთმა კანდიდატმა , რომელიც საქმის გაკეთებაზე იქნება ორიენტირებული.

მისი თქმით, უბნებზე სიაში გარდაცვლილი ადამიანებიც არიან.

“ამომრჩევლებს მივმართავ მოახდინონ სრული მობილიზაცია, ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, რათა გაიმარჯვოს იმ კანდიდატმა,რომელიც იქნება თითეულ ადამიანზე ორიენტირებული და გააკეთებს საქმეს.

ერთ-ერთ უბანზე მაქვს 10-15 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანი, რომელიც სიაშია. მიუხედავად იმისა, გარდაცვალების ცნობა ვნახე და ეს ერთი ფაქტი არაა.

ასეთი უამრავია,მიცვალებულები. უნდა გადამოწმდეს ამ მიცვალებულებმა მიიღეს თუ არა მონაწილეობა არჩევნებში.

მე გამარჯვების მოლოდინი მაქვს, მაგრამ მეორე ტური უფრო მოსალოდნელია,”-განაცხადა ბესიკ წულეისკირმა.

ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის ორი კანდიდატია: პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელი ბესიკ წულეისკირი და „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ხახუბია.

მსგავსი პოსტები

Back to top button