მოზაიკასიახლეები

ბევერლი ჰილზი 90210 ეკრანებს უბრუნდება – როგორ გამოიყურებიან მსახიობები 30 წლის შემდეგ

ამერიკული საკულტო ტელესერიალი ბევერლი ჰილზი 90210, რომელიც თინეიჯერული დრამის ჟანრის ერთ-ერთ პირველ ნიმუშს წარმოადგენს, ეკრანებზე ამ ზაფხულს დაბრუნდება. სერიალის გაგრძელებაში თითქმის ყველა მთავარი პერსონაჟი მონაწილეობს. ბევერლი ჰილზი 90210-ის პირველი სერიის პრემიერა, 1990 წლის 4 ოქტომბერს შედგა. ნახეთ როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ სერიალის ვარსკვლავები 30 წლის შემდეგ.

ჯეისონ პრისტლი

ფოტო:
TASS, GETTY IMAGES

ჯეისონი ,,ბევერლის ჰილზის” მთავარი პერსონაჟის – ბრენდონ უოლშის როლზე 21 წლის ასაკში დაამტკიცეს. ის ბოლო მსახიობი იყო, რომელიც სერიალის ეთერში გასვლამდე, მთავარ როლზე იქნა დამტკიცებული. მაშინ, ჯეისონი დამწყები მსახიობი იყო, მალე კი მილიონობით ადამიანის კუმირი გახდა. ჯეისონი სერიალის არსებობის ათივე წლის მანძილზე, მისი უცვლელი წევრი იყო.

2002 წელს, ის სერიოზულ ავარიაში მოყვა და ხერხემალზე, უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა, მან ასევე, თავის ქალის დახურული ტრავმა მიიღო. დღეს, მსახიობი 49 წლისაა და ლოს ანჯელესში ცხოვრობს მეუღლესა და ორ შვილთან ერთად.

შენენ დოერტი

ფოტო:
GETTY IMAGES

ყველას გემახსოვრებათ ბრენდონის და, ბრენდი უოლში, რომელიც სერიალის კიდევ ერთი წამყვანი პერსონაჟია. შენენი ამ დროლზე 19 წლის ასაკში დაამტკიცეს, მაშინ მას უკვე ჰქონდა სამსახიობო გამოცდილება, თუმცა ნამდვილი პოპულარობა, ამ როლმა მოუტანა. შენენი პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც სერიალი დატოვა. ამ დროს, ეთერში ბევერლი ჰილზის მე-4 სეზონი გადიოდა. ამის შემდეგ, მსახიობი რამდენიმე ფილმსა და სერიალში გადაიღეს, თუმცა საკუთარი თავის რეალიზება, უფრო მეტად სატელევიზიო რეალით პროექტებში მოახდინა, როგორიცაა მაგალითად – ,,განქორწინება შენენ დოერტისთან”.

2015 წელს მსახიობს სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ორი წლის შემდეგ კი მან ავადმყოფობის დამარცხების შესახებ განაცხადა. დღეს შენენი 48 წლისაა და მესამე ქორწინებაში იმყოფება ფოტოგრაფ კურტ ისვარენკოსთან.

ჯენი გარტი

ფოტო:
GETTY IMAGES

რაც შეეხება ბრენდი უოლშის ქერათმიან მეგობარს, კელი ტეილორს, რომელთანაც შენენის პერსონაჟს ფარული მეტოქეობა აკავშირებდა – სერიალის პირველ სეზონში, ჯენი გარტი 18 წლის იყო. მას ამ როლმა,
Young Artist Awards-ის პრემია მოუტანა ნომინაციაში ,,საუკეთესო დამწყევი მსახიობი ტელევიზიაში”. სერიალის დასრულების შემდეგ, 2008 წელს მსახიობი კელი ტეილორის პერსონაჟს დაუბრუნდა სპინ-ოფში – ბევერლი ჰილზი 90210: ახალი თაობა, სადაც სერიალის პირველი შემადგენლობიდან, ასევე მონაწილეობდნენ შენენ დოერტი და ტორი სპელინგი.

მსახიობს წელს შეუსრულდა 47 წელი და ის მესამე ქორწინებაში იმყოფება და სამ შვილს ზრდის.

იან ზირიგნი

ფოტო:
GETTY IMAGES

მსახიობმა სტივ სანდერსის როლი 26 წლის ასაკში მიიღო. მანამდე, მას უკვე ჰქონდა ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილება. თავდაპირველად, მან ბრენდონის მთავარი პერსონაჟის მოსაპოვებლად სცადა ძალები, თუმცა საბოლოოდ, მისი მეგობრის როლი მიიღო. მისი პერსონაჟი სერიალის პირველი სერიიდან, შოუს დასრულებამდე ჩანდა ეკრანებზე. ბევერლი ჰილზის დასრულების შემდეგ, მან სამსახიობო კარიერა განაგრძო და არაერთ ფილმსა და ტელესერიალში გამოჩნდა. ის ახლა 55 წლისაა და ლოს ანჯელესში ცხოვრობს მეუღლესა და ორ შვილთან ერთად.

ტორი სპელინგი

ფოტო:
GETTY IMAGES

ტორის პერსონაჟის – დონი მარტინის ცხოვრება ბევერლის ჰილზში, ალბათ ყველაზე ახლოსაა მისი როლის შემსრულებელთან. ტორი ჰოლივუდელი მაგნატის, აარნონ სპელინგის ქალიშვილია და მისთვის უცხო არ ყოფილა სერიალის გმირების უზრუნველყოფილი ცხოვრება. ტორი 17 წლის იყო, როცა ამ სერიალში როლი მიიღო, მისი დასრულების შემდეგ კი, დიდ კინოში სცადა ბედი და მონაწილეობა მიიღო ფილმებში: ,,ძალიან საშიში კინო 2″, ,,შიშველი კინო” და სხვა.

2006 წელს, მან მეუღლესთან ერთად სასტუმრო გახსნა კალიფორნიაში, რამაც საფუძველი დაუდო რეალითი შოუს – ,,ტორისა და დინი: შეყვარებულების” დაწყებას. 2011 წელს, მსახიობი მესამე შვილზე იყო ორსულად, როცა ავარიაში მოყვა. ავტომობილში ის კიდევ ორ შვილთან ერთად იმყოფებოდა, შედეგად არავინ დაშავებულა, ტორიმ კი მომხდარში პაპარაცი დაადანაშაულა, რომლისგან მიმალვასაც, მსახიობი ცდილობდა. დღეს მსახიობი 45 წლისაა და 5 შვილს ზრდის.

ბრაიან ოსტინ გრინი

ფოტო:
GETTY IMAGES

ბევერლი ჰილზის პრესტიჟულ სკოლაში, კიდევ ერთი მოსწავლე – დევიდ სილვერი დადიოდა, რომელიც ყოველთვის ცდილობდა, პოპულარულ უფროსკლასელებთან დამეგობრებას. ბრაიანმა ეს როლი 17 წლის ასაკში მიიღო. სერიალის დასრულების შემდეგ, მან სამსახიობო კარიერა განაგრძო და მუსიკაშიც მოსინჯა ძალები, როგორც რეპერმა, თუმცა მისმა ალბომმა – One Stop Carnival წარმატებას ვერ მიაღწია.

მსახიობი ახლა 46 წლისაა და მეუღლესა და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს.

და ბოლოს – ლიუკ პერი

ლიუკ პერის პერსონაჟი – დილან მაკეი კლასიკური ,,ცუდი ბიჭია”, რომელიც
ბრენდი უოლშსა და კელი ტეილორს უყვარდება. ის სერიალის მთავარი პერსონაჟებიდან ერთადერთია, რომელსაც ბევერლი ჰილზის გაგრძელებაში ვერ ვიხილავთ. მსახიობი 2019 წლის 19 მარტს, ინსულტის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაიცვალა 52 წლის ასაკში. თუმცა მის სიცოცხლეშიც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობი სერიალის გაგრძელებაში არ მიიღებდა მონაწილეობას.

მსგავსი პოსტები

Back to top button