მნიშვნელოვანისიახლეები

ბევრი მიმართულებაა, სადაც შეიძლება, დაისაჯოს მთავრობა, მაგრამ არ შეიძლება, რომ ქართული ჯარი, რომელზეც დგას ჩვენი თავდაცვა, დაისაჯოს – პრეზიდენტი

ივანიშვილმა საზოგადოებას არაფერი უთხრა, რატომ გადაახვევინა კურსიდან მთავრობას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შემსრულებელია, ზიანი მიაყენა ქვეყანას, იზოლაციაში ჩააყენა, დაასუსტა

ძალიან ბევრი მიმართულებაა, სადაც შეიძლება, დაისაჯოს ეს მთავრობა და უნდა დასაჯონ, მაგრამ არ შეიძლება, რომ ქართული ჯარი, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი თავდაცვა, ის დაისაჯოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქართული ჯარი მოსახლეობის სრული ნდობით სარგებლობს და მისი დასჯა არ უნდა მოხდეს.
“არ მესმის, ჩვენი ჯარისთვის ბიუჯეტის შეზღუდვა და არ მესმის, თუ ეს მართალია, ჯერ ბოლომდე არ არის გარკვეული, ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეზღუდვა. ძალიან ბევრი მიმართულებაა, სადაც შეიძლება, დაისაჯოს ეს მთავრობა და უნდა დასაჯონ, მაგრამ არ შეიძლება, რომ ქართული ჯარი, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი თავდაცვა, ის დაისაჯოს. მით უმეტეს, ის მთლიანად არის შექმნილი ამერიკის მიერ. ეს ცოტა ვერ გავიგე და უთუოდ გავარკვევ. ის, რომ წვრთნები გადაიდო, გასაგებია. არჩევნებამდე, ვიდრე არ გაირკვევა ყველაფერი, რაღაც ნიშნები შეიძლება, მოგცენ, მაგრამ ჯარზე ხელის ხლება არ შეიძლება, რადგან ჩვენი ჯარი სარგებლობს მოსახლეობის სრული ნდობით და ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ნამდვილი, შეიძლება ვთქვათ, რომ ერთადერთი საყრდენი”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ივანიშვილმა საზოგადოებას არაფერი უთხრა, რატომ გადაახვევინა კურსიდან მთავრობას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შემსრულებელია, ზიანი მიაყენა ქვეყანას, იზოლაციაში ჩააყენა, დაასუსტა , – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას რევანშს და რეპრესიებს ჰპირდება.
„ბატონმა ივანიშვილმა თავის საზოგადოებას არაფერი არ უთხრა და არაფერი არ ახნა, რატომ გადაახვევინა კურსიდან, იმ მთავრობას, რომელიც ვიცით, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ შემსრულებელი, ასეთი ზიანი მიაყენა ქვეყანას, ქვეყანა იზოლაციაში ჩააყენა, ეს ქვეყანა დაასუსტა – გაერთიანებული ქვეყანა. სტატუსის მიღების დღეები ხომ არ დაგვავიწყდა? – რა ბედნიერება იყო ხალხში და ყველა ყველას ულოცავდა. ეს ყველაფერი გათელა იმისთვის, რომ უაზრო და არასაჭირო კანონი შემოატანა, რატომ? ვინმეს უთხრა? ჩვენ მისგან ორი დიდი სიტყვა ვიცით, რომელიც ალბათ, მისი დაწერილიც არ არის, ორი დიდი სიტყვა, რომელიც მტრულად არის განწყობილი, ჯერ ერთი ჩვენი პარტნიორების მიმართ და მეორეც ერთი საზოგადოების მიმართ. ის საზოგადოებას რევანშს ჰპირდება, პირდაპირ რეპრესიებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვინც გადალახავს საერთაშორისო საზღვარს, ის არის ის, ვინც იწყებს ომს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ვახო ხუზმიაშვილმა პრეზიდენტს წაუკითხა საკუთარი განცხადებიდან ციტატა, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი ამბობდა: „შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყება, ამას რა ჰქვია, უგუნურება, გიჟი პრეზიდენტის ახირება თუ რაღაც უცნაური, გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან?“.
ხუზმიაშვილმა პრეზიდენტს ჰკითხა, როგორ ახერხებს აღნიშნული განცხადების ადრესატებთან, ვისზეც ამბობდა, რომ საკუთარი მოსახლეობა დაბომბა, საკუთარი ბავშვები დახოცა, ერთ მაგიდასთან ჯდომას.
სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მის მიერ გაკეთებული აღნიშნული განცხადება არ ნიშნავს, რომ 2008 წელს საქართველომ დაიწყო ომი.
„ის ნათქვამი, რაც წაკითხული იყო, არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი. ან ისტორია უნდა იცოდეთ, ან გეოგრაფია. გეოგრაფია იმას ნიშნავს, რომ ვინც გადალახავს საერთაშორისო საზღვარს, ის არის ის, ვინც იწყებს ომს. აქ იყო საუბარი სხვა რამეზე, შიდა პოლიტიკაზე, იმ დანაშაულზე, რომელიც შეიძლება, ჩაიდინა, მაგრამ ამაზე „ოცნებამ“ არ დაიწყო არანაირი გამოძიება. სულ სხვა რამეზე დაიწყო, პიჯაკებზე და სხვა რაღაცებზე. რა მოხდა კოდორის ხეობაში, რა მოხდა ცხინვალში, მაგრამ ის, რომ რუსეთმა დაიწყო აგრესია საქართველოში მაშინ, როგორც დაიწყო უკრაინაზე, ეს ორი სხვადასხვა რამეა. ერთი ეხება გეოგრაფიას, მეორე ეხება ისტორიას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს, გაიგოს და არ უნდა აღვრიოთ ცნებები, პრინციპები. პრინციპი არის ის, რომ რაც ჩვენ ვიცით, თანამედროვე ისტორიის მტერი არის რუსეთი, რაც თქვენმა „ოცნებამ“, როგორც ჩანს, დაივიწყა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვისაც გონია, რომ ეს ხელისუფლება ეროვნული ინტერესების დამცველია რაღაც ურა პატრიოტიზმის გამო, იმას დაუკვირდნენ რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნიდან არამხოლოდ ახალგაზრდების გასვლას, არამედ აქტიური მოსახლეობის , – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ახალგაზრდები უნდა მივიდნენ არჩევნებზე, რადგან კარგად იციან, რომ მათთვის ეს არის ბოლო შანსი.
“როგორც ყოველთვის, {არჩევნების} დაკვირვება ბოლო პერიოდში რაც დრო გადის უფრო და უფრო ნაკლებად ეფექტურია. რეალურად, გაყალბებების მცდელობები მანამდე ხდება, არა მხოლოდ საქართველოში, ყველგან ხდება. დაიხვეწა გაყალბების ფორმები, მოსყიდვას აქვს უფრო საქმე. ჩვენ ვიცით არაერთი პროგრამა, რომელიც ახლა გამოცხადდა, ასევე რამდენიმე თვის წინ. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ნუ დავიჯერებთ ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ ყოვლად შემძლეობას, რომ აი გააყალბებენ და ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. არაფერსაც არ გააყალბებენ თუ იქნება საზოგადოების სრული მობილიზება. როდესაც საზოგადოებას ვამბობ, ეს ნიშნავს, რომ რომც არ მოგწონდეს დიდად არცერთი პარტია, იცოდეთ რომ 1 წლით არიან და მაინც მიეცით ხმა. ახალგაზრდები უნდა გამოვიდნენ და გამოვლენ ამ არჩევნებზე. ძალიან კარგად იციან, რომ
მათთვის ეს არის ბოლო შანსი. ბევრისგან მომისმენია, ამბობენ, თუ არა ახლა, მაშინ მივდივარ ქვეყნიდან. მათთვის მართლა ღიაა მსოფლიო და პერსპექტივები ყველგან არის, გარდა ამ ქვეყანაში მათთვის დღეს. გასაგებია, არ მივესალმები ამას და ვწუხვარ, მაგრამ ეს რეალობაა. შეიძლება ესეც ხელისუფლების გათვლაა… ვისაც გონია, რომ ეს ხელისუფლება ეროვნული ინტერესების დამცველია რაღაც ურა პატრიოტიზმის გამო, იმას დაუკვირდნენ რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნიდან არამხოლოდ ახალგაზრდების გასვლას, არამედ აქტიური მოსახლეობის, რომელიც გაედინება” , – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამასთან, პრეზიდენტმა განმარტა, რომ “ეს არჩევნები იქნება რეფერენდუმი არა ომსა და მშვიდობას შორის, არამედ რეფერენდუმი ევროპასა თუ რაღაც ბნელი წარსულის, რუსეთის, არა ნათელი მომავლის შორის”.

მსგავსი პოსტები

Back to top button