“ბევრი ცდება, როცა ფიქრობს რომ ტრამპის პრეზიდენტობა პუტინს თავისუფლებას მისცემს”
“ბევრი ცდება, როცა ფიქრობს რომ ტრამპის პრეზიდენტობა ბატონ პუტინს თავისუფლებას მისცემს საკუთარ ქცევასა და გადაწყვეტილებაში. ” – ამის შესახებ რადიო თბილისთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა პოლ გობლიმ განაცხადა.
“პრეზიდენტი ტრამპი გახლავთ ამერიკელი ნაციონალისტი, რომელიც მხოლოდ ამერიკის სახელმწიფობერივ ინტერესს გაატარებს და დაიცავს. მე იმედი მაქვს პრეზიდენტი ტრამპი შეეცდება შეიძინოს კიდევ უფრო მეტი მოკავშირე მსოფლიოს გარშემო და გააძლიეროს ურთიერთობები სხვადასხვა სახელმწიფოებთან, ვიდრე მარტოხელა მოთამაშედ აღმოჩნდეს მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე. თუმცა, ეს გარკვეულ სიურპიზებს არ გამორიცხავს, მაგრამ მის მიერ მიტ რომნის კანდიდატურის განხილვა სახელწმიფო მდივნის პოსტზე უკვე ბევრი რამის მთქმელია; კერძოდ შეერთებულ შტატებს სურს წავიდეს უფრო ტრადიციული რესპუბლიკური პარტიის მიერ შემუშავებული იმ პოლიტიკური კურსით, რაც ნატოს გაძლიერებას, ძლიერ სამხედრო ძალასა და ბატონი პუტინისადამი, რომელიც საერთაშორისო წესრიგის არეულობას ცდილობს, გარკვეული წინააღმდეგობის გაწევას ითვალისწინებს.” – ამბობს გობლი.
მისი თქმით, ცალსახაა, რომ პრეზიდენტ პუტინს დაბნეულობა და უწესრიგობა აწყობს. ამისითვის რუსეთი სხვადასხვა კიბერ-შეტევებსა და პროპაგანდიტსულ ხერხებსაც მიმართავს.
“მალე პრეზიდენტ პუტინიც გააცნობიერებს, რომ თუ პრეიზედნტ ტრამპი თავის პოლიტიკურ კურსს განახორციელებს , გზას გაუხსნის შეუზღუდავ ენერგო-წარმოებას, გააუქმებს საერთაშორისო სავაჭრო გარიგებას და დაეცმა ნავთობის ფასი, ეს რუსეთს ძალიან ავნებს. საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტო მოავალში ნავთობზე ფასის დაცემას უკვე ვარაუდობს. კერძოდ ბარელზე ნავთობის ფასმა შესაძლოა 10 დოლარით ჩამოიწიოს, ეს ამჟამინდელი ფასის მეოთხედია. რუსეთი ამ დარტყმას ვერ გადაიტანს. ერთ-ერთმა რუსმა კომენტატორმაც აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართა იქნება უფრო შეზღუდული და გაცილებით უარყოფით ზეგავლენას მოახდენს ვალდიმერ პუტინზე ვიდრე ნებისმიერ სანქცია. შეიძლება პუტინი ახლა მოხარულია იმ ვითარებით რომ ტრამპი მოსკოვში ჩასვლას გეგმავს, მაგრამ ეს უფრო მედიისთვის საზეიმო თემაა.” – ამბობს გობლი და დასძენს, რომ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ტრამპა უკრაინასთან მიმართებაში თავისი ერთ-ერთი საარჩევნო კამპანიის დროს შემდეგი განაცხადა:
“პუტინმა უკრაინაში შესვლა შეძლო იმიტომ რომ, იგი პრზიდენტ ობამს არ თვლიდა ძლიერ პრეზიდენტად” . მისი ეს განცხადება მაძლევს საფუძველს, რომ ტრამპი მივიჩნიო ამერიკის იმ ძლიერ პრეზიდენტებს შორის, რომელიც ასევე უმკაცრეს წინააღმდგეობას გაუწევს ყველა იმ სუბიექტს, ვინც საერთოშიროს წესრიგზე ძალის გამოყენებსა შეეცდება.