„ბევრი ვითმინე“ „დავიღალე” – წერია წერილში, რომელიც სავარაუდოდ, ეკონომისტს ეკუთვნის
„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი ისევ გაუჩინარებულია

„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი ისევ გაუჩინარებულია- იგი უკვე მესამე დღეა იძებნება. გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები გაუჩინარებულ ანალიტიკოსს გომალურის უწყება ამ დრომდე ეძებს, ჰკითხავენ ყველას, ვისაც შეიძლება რაიმე ინფორმაცია ჰქონდეს.
რამაზ გერლიანს პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. გვიან ღამით, ჩხრეკა ჩატარდა გერლიანის ოფისში, სადაც წერილი და მობილური ტელეფონი იპოვეს . ირკვევა, რომ მობილური სამუშაო მაგიდაზე იდო, მოწყობილობას კი მარკერით მიწერილი ჰქონდა პაროლი.
„ბევრი ვითმინე“ „დავიღალე” – წერია წერილში, რომელიც სავარაუდოდ, ეკონომისტს ეკუთვნის.
რამაზ გერლიანის და იხსენებს, რომ რომ ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც გერლიანმა გაუჩინარებამდე Facebook პოსტში ამხილა, უკანონოდ იჭრებოდა მისი ძმის ოჯახში, სადაც მისი ყოფილი ცოლი და შვილები ცხოვრობენ და გერლიანზე ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა, რის შემდეგაც 14 ნოემბერს მან პოლიციას მიმართა.
რამაზ გერლიანმა გაუჩინარებამდე „ფეისბუქ“ პოსტში რომელშიც მან გამოაქვეყნა,შსს-ს თანამშრომელ გიორგი გოგნიაშვილს შანტაჟსა და კერძო საკუთრებაში შემოჭრაში ადანაშაულებს.
გერლიანის ცნობით, სამართალდამცველი 14 ნოემბერს საკუთარ ბინაში შეიარაღებული დახვდა და ცრუ მოტივით დაკითხა. მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე პოლიციის სამმართველოს 35 დღის წინ მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია.
„ამ ნაგავმა პოლიციელმა ჩემივე ყოფილი ოჯახის წევრის გამოყენებით მოახერხა, ჩემს კერძო საკუთრებაში, ჩემს სამუშაო და ჩემი შვილების სამყოფელ სივრცეში ვირთხასავით შემოღწევა. 14 ნოემბერს შეიარაღებული დამხვდა ჩემს ბინაში თავხედურად და ცრუ მოტივით დაკითხვა მომიწყო, მომაყენე შეურაცხყოფა, განადგურებული ვარ!
როგორც ჩანს, პოლიციის მუნდირის გამოყენებით აგროვებდა პერსონალურ ინფორმაციას, როგორც საპოლიციო სისტემით, ასევე სხვადასხვა საშუალებით, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების შესახებ. სავარაუდოდ, მოქმედებს დავალება/დაკვეთით. საფუძვლიანია ეჭვია, რომ ჩემ მონაცემებს გადაცემდა/ყიდიდა მესამე პირზე (ებზე). არ არის გამორიცხული, რომ ჩემს მიმართ იყენებდა თვალთვალის, მიყურადების და კონტროლის სხვა სისტემებს…
დამარცხება გინდოდათ, მე განადგურებული ვარ.
დისკრედიტაცია გინდოდათ – ფსკერზე ვარ.
ჩემზე ზეგავლენა და მართვა გინდოდათ – ვერ მიიღებთ.
კანონი დუმს. ჩემთვის ყველაფერი სულერთია. ისე ვარ, მინდა მეც დავდუმდე, ოღონდ სამუდამოდ“, – წერს რამაზ გერლიანი
გუშინ გვიან ღამემდე საგამოძიებო მოქედებები მიმდინარეობდა ავჭალაში, სადაც გაუჩინარებული გაუჩინარებული კაცის კვალი ორი დღის წინ გაქრა.
შეგახსენებთ, რომ რამაზ გერლიანის ძებნა ოჯახმა 19 დეკემბრიდან დაიწყო. მისი მანქანა მიტოვებული ავჭალის პოლიციასთან ნახეს. გაუჩინარებამდე გერლიანმა ფეისბუქზე პოსტი დაწერა და პოლიციელი გიორგი გოგნიაშვილი ზეწოლაში დაადანაშაულა. ფეისბუქ-პოსტი სოციალურ ქსელში უკვე აღარ იძებნება. უცნობია რა მიზეზით.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
,,ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის” პრეზიდენტის კვალი ავჭალის პოლიციასთან ქრება, ადგილზე აღმოაჩინეს გერლიანის კუთვნილი ავტომობილიც, რომელიც გუშინვე გაჩხრიკეს. მანქანაში იპოვეს წერილი, სადაც ,,ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის” პრეზიდენტი სათვალთვალო აპარატურის გახსნას ითხოვდა.
გაუჩინარებამდე ეკონომისტი პოლიციელ გიორგი გოგნიაშვილს ტერორში ადანაშაულებდა.