რეგიონისაქართველოსიახლეები

ბიბილოვმა ცხინვალის ციხის უფროსი დაითხოვა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალის გამოსასწორებელი კოლონიის უფროსი ოთარ მარგიევი თანამდებობიდან დაითხოვა.

მარგიევის მიმართ მიმდინარეობს სამსახურებრივი მოკვლევა. ბიბილოვმა მისი გათავისუფლების ბრძანებას სამშაბათს, 9 ივნისს მოაწერა ხელი.

ოსური მხარის ცნობით, 5 ივნისს ცხინვალის იზოლატორის რამდენიმე პატიმარმა ვენები გადაიჭრა და თვითმკვლელობა სცადა. ოფიციალური ინფორმაციითვე, ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დახმარება აღმოუჩინეს და უკან, საპატრიმროში დააბრუნეს.

რა გახდა პატიმრების თვითმკვლელობის მცდელობის რეალური მიზეზი, უცნობია, თუმცა იუსტიციის დე ფაქტო უწყებამ საკუთარი ვერსია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც პატიმრები ციხეში გეგმური ჩხრეკით და მათთვის ტელეფონის ჩამორთმევით უკმაყოფილონი იყვნენ და სამართალმდაცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს;

ოფიციალური ცნობითვე, ინციდენტის შემდეგ ისინი აღარ დაემორჩილნენ საპატიმროს წესებს და თვითმკვლელობა ვენების გადაჭრის საშუალებით სცადეს. უკიდურესად მძიმე პირობების მოტივით, ცხინვალის იზოლატორში პატიმრებმა რამდენიმე თვის წინ შიმშილობაც გამოაცხადეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button