მნიშვნელოვანისაქართველო

სამოქალაქო აქტივისტებმა შს სამინისტროსთან სკოლის მერხი მიიტანეს

საზოგადოებრივი მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ მდუმარე პერფორმანსი გამართეს. მათ უწყების შენობის წინ სკოლის მერხი და სკამი მიიტანეს.

როგორც მოძრაობის წევრმა ნოდარ რუხაძემ განაცხადა, ამ ფორმით მათ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტი გააპროტესტეს.

გარდა ამისა, „სირცხვლია“, „შეცვალე“ და „გაბედე“ დღეს, 19.00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას გეგმავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button