ბიბლიოთეკის კორპუსს ვახანგ VI სახელი ეწოდა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის განახლებულ, მეექვსე კორპუსს ვახტანგ მეექვსის სახელი ეწოდა.

ასევე გაიხსნა გურამ შარაძის მემორიალური კაბინეტი, სადაც  მისი  პირადი ბიბლიოთეკა,  არქივი და ნახატების უნიკალური კოლექციაა განთავსებული.

ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე და საკანონმდებლო ორგანოს წევრები დაესწრნენ.

სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წიგნის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დამსწრეებს სიტყვით მიმართა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ. „მნიშვნელოვანია ჩვენთვის იმ დიდი ქართველების დაფასება, რომელთა გვერდითაც, თუნდაც, სულ რამდენიმე წელი მოგვიწია ცხოვრება“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

განახლებულ კორპუსში, ასევე, განთავსდება, ნიკოლოზ ბარათაშვილის სამკითხველო-საკონფერენციო დარბაზი, გიგლა ფირცხალავას, ბარბარე ჯორჯაძის, ალექსანდრე ქართველის, ნოდარ დუმბაძის, მაქსიმე ბერძენიშვილის, ჯანრი კაშიას და ვახტანგ როდონაიას კაბინეტები

ისტორიის თანახმად,  ვახტანგის მწიგნობრულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში ერთობ დიდი ადგილი უკავია მეცნიერულ მოღვაწეობას, კვლევა-ძიებით მუშაობას. ვახტანგ VI იყო არა მხოლოდ ინტელექტუალური საქმიანობის აღიარებული ხელმძღვანელი და კულტურულ-შემოქმედებითი მუშაობის  ორგანიზატორი, არამედ დაკვირვებული მკვლევარი და ნაყოფიერი მეცნიერი. თავისი ორიგინალური თუ თარგმნილ-გადმოკეთებული შრომებით მან შესამჩნევად შეუწყო ხელი ქართული მეცნიერების განვითარებას.

ვახტანგმა მრავალმხრივი მეცნიერული მუშაობა წამოიწყო სამშობლოში (ლექსიკოგრაფია, ისტორიოგრაფია, ლიტერატურათმცოდნეობა-რუსთველოლოგია), განაგრძო ირანელთა ტყვეობაში (ასტრონომია, ქიმია) და დაასრულა რუსეთში (ქიმია, ისტორიოგრაფია). მიუხედავად სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური საქმიანობით გადატვირთვისა, იგი ყველგან პოულობდა დროს მეცნიერული მუშაობისათვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button