კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
ბიძინა ესებუას კორონავირუსი აქვს
ზუგდიდში, გასული წლის 21 ოქტომბერს “საქართველოს ბანკის” ფილიალზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას, რომელიც ასევე ბრალდებულია და სასჯელს ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის კოვიდ 19 დაუდასტურდა.
დაკავებულის უფლებადამცველმა იოსებ ჯანაშიამ განაცხადა, რომ მასთან ერთად საკანში მყოფი 6 პატიმარი იზოლაციაში იმყოფება და დაწესებულებაში კარანტინია გამოცხადებული.
ადვოკატის თქმით, ბიძინა ესებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და დაცვა აღკვეთი ღონისძიების გადახედვის შუამდგომლობით სასამართლოს კვლავ მიმართავს.
შეგახსენებთ, ბიძინა ესებუა შსს-ს თანამშრომლებმა 4 დეკემბერს დააკავეს.მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების შეძენა,შენაცვა, ტარებას ედავება