მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერების სიაში აღარ იძებნება

“ქართული ოცნების” დამფუძნებელმა და საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ბოლო დროს სიაში სხვა მილიარდერების ქონების მატების ხარჯზე, სიის ბოლოში სწრაფად გადაინაცვლა.

დღევანდელი მდგომარეობით კი Bloomberg-ის მილიარდერების სიაში აღარ იძებნება.

Forbes-ის რეიტინგით ივანიშვილის ქონება $4.8 მილიარდით ფასდება.

2021 წლის იანვარში ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მხოლოდ 200 მილიონ დოლარს იტოვებდა, დანარჩენ ქონებას კი საქველმოქმედო ფონდს გადასცემდა.

იმ პერიოდში მილიარდერმა აღნიშნა, რომ Bloomberg-ისა და Forbes-ის მონაცემები რეალობისგან განსხვავდება, რადგან Forbes-თან მას დიდი ხანია არ უთანამშრომლია, Bloomberg-თან თანამშრომლობის გამოცდილება კი საერთოდ არ აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button