ბიძინა ივანიშვილი: მთელმა ქვეყანამ მოახერხა კონსოლიდაცია [Audio]

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ამაყია რომ ქვეყანამ უბედურების ჟამს კონსოლიდაცია მოახერხა.
“არ შემიძლია არ აღვნიშნო მთელი ქვეყნის ახალგაზრდების აქტიურობა, ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, როდესაც ვადევნებდი თვალყურს ახალგაზრდების თავგანწირულ ქმედებას. ამ უბედურებაში მათ ნამდვილად აჩვენეს რომ ქვეყანა საიმედო ხელშია. სასიამოვნოა ისიც, რომ ფაქტობრივად მთელმა ქვეყანამ მოახერხა კონსოლიდაცია და ერმა აჩვენა საკუთარი სახე.
ივანიშვილის თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურად აკეთებს საქმეს.
“მე ვფიქრობ, რომ მაქსიმალურს აკეთებდა ხელისუფლება, ისინი ცდილობენ,რომ დაფარონ ხარჯები, რასაც ვერ მოიძიებს ხელისუფლება- მე დავეხმარები და დავაფინანსებ,” – აღნიშნა ექს-პრემიარმა, რომლის თქმითაც თბილისის ზოოოპარკის მშენებლობაშიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.
“არ ვიცი რამდენს მოეწონება ჩემი ნათქვამი და რამდენს არა, მაგრამ ქართული ანდაზაა ასეთი -ზოგი ჭირი მარგებელიაო, ის ზოოპარკი რა პირობებშიც იყო არასოდეს მომწონდა, მე ვცდილობდი 2006-2007 წლებში და გარკვეული ხარჯებიც დავხარჯე პროექტის მომზადებაზე. მე ვპირდებოდი მთავრობას, დავეხმარებოდი და ცხოველსაც ჰქონოდა ცხოველური პირობები. თუ ვატყვევებთ მას მოვექცეთ ღირსეულად. მე ვფიქრობ რომ ჩვენი ზოოპარკი ვერ იყო სანიმუშო დონეზე და როგორც იცით მთავრობა ზრუნავს, მე კი ჩემ წილად დავეხმარები” – განაცხადა ბიძინა ივანიშვლმა.
მოუსმინეთ ბიძინა ივანიშვილის ხმას: